სიახლე 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპოვართა სასადილოს სტუმრობდნენ

საქველმოქმედო აქცია ფოთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპოვართა სასადილოს სტუმრობდნენ.

იხილე მეტი

საახალწლო ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში

საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს დღეს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელშიც.

იხილე მეტი
სიახლე 

საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები ხელფასებს ითხოვენ

ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები ადმინისტრაციას კუთვნილ ხელფასებს სთხოვენ. მათ დღეს ამ მოთხოვნით ლარანაკას ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშულება არ მისცეს. თანამშრომლები აცხადებენ რომ მათ ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ მიუღიათ. დღეს საპროტესტო აქციას ადმინისტრაციის მხრიდან არავინ გამოხმაურებია, კომპანიის დირექტორ პაატა მიქაძესთან დაკავშირება დღეს ვერც „კურსორმა“ მოახერხა. ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო „ვუდინპექსის“ თანამშრომლები ამბობენ რომ თუ მათი მოთხოვნა დროულად არ დაკმაყოფილდა ისინი საპროტესტო აქციებს ისევ მოაწყობენ. საამქროში შექმნილია პირველადი პროფკავშირებიც.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებს ფოთის მერი შეხვდა

დღეს ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. მან საჭადრაკო სკოლის დირექტორისგან , დავით კოდუასგან ბოლო პერიოდში მოჭადრაკეების მიერ მიღწეულ წარმატებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალიაც ესწრებოდა. 28 დეკემბერს კი კულტურის სახლში წლის წარმატებული მოჭდარაკეების დაჯილდოვება გაიმართება. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ფოთში

ფოთში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია

2015 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია. 13 მომხრე და 2 წინააღმდეგი, დღეს საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მოწინააღმდეგეები საკრებულოს „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი შამუგია და ირაკლი დუნდუა იყვნენ. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 11 ათასი ლარით განისაზღვრა. ქალაქის საფინასო ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს.

იხილე მეტი

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის თამაშებისათვის მზადება დაიწყო. გუნდში სიახლეებია, ფოთის „კოლხეთი’’ დატოვა დათა სიჭინავამ, იგი საქმიანობას ბოლნისის „სიონში“ განაგრძობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაზა ინაშვილის განცხადებით ვარშჯიშობენ „დუბლები’’ -ს ფეხბურთელებიც. ხვალ კი 13:00 საათზე „ფოთის კოლხეთში’’ პრესკონფერენციაა ჩანიშნული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო. 26 დეკემბერი, 2014

ფოთის „კოლხეთმა“ 2015 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის თამაშებისათვის მზადება დაიწყო. გუნდში სიახლეებია, ფოთის „კოლხეთი’’ დატოვა დათა სიჭინავამ, იგი საქმიანობას ბოლნისის „სიონში“ განაგრძობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ზაზა ინაშვილის განცხადებით ვარშჯიშობენ „დუბლები’’ -ს ფეხბურთელებიც. ხვალ კი 13:00 საათზე „ფოთის კოლხეთში’’ პრესკონფერენციაა ჩანიშნული.

იხილე მეტი
სიახლე 

მე-15 საჯარო სკოლის საქველმოქმედო აქცია

დღეს მე 15 საჯარო სკოლის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. სკოლის მე 6 ა და ბ კლასის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ და მათ იქ მყოფ ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. ორგანიზატორები მსგავსი საქველმოქმედო აქციების მოწყობას სამომავლოდაც გეგმავენ. მე 6 ა კალსს მარინა შამათავა, ხოლო მე 6 ბ კლასს ეკატერინე ზახლებნაია ხელმძღვანელობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ბი ფორვარდისა“ და „ქარექსპრეს ფორვარდის“ საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს დღეს „ბი ფორვარდი და გადამზიდავი კომპანია „ქარექსპრეს ფორვარდის“ წარმომადგელებმაც.

იხილე მეტი