სიახლე 

პატიმრის ახლობლებმა გზა გადაკეტეს

საპროტესტო აქცია ფოთში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქალაქში ბლოკირებული იყო ცენტრალური აღმაშენებლის ქუჩა. საპროტესტო აქცია პატიმარ რუსლან გუგუნავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოაწყვეს. ისინი მთავრობას ყურადღებას სთხოვენ. გუგუნავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი გლდანის ციხის თანამშრომლებმა მას შემდეგ სცემეს, რაც გუგუნავამ სხვა მსჯავრდებულებზე ზეწოლის ფაქტი გააპროტესტა. ნაცემმა გუგუნავამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ამის შემდეგ კი იგი ქუთაისის მე-2 საპყრობილეში გადაიყვანეს, პატიმრის დის ფიქრია გუგუნავას განცახდებით ახლა მის ძმაზე ციხის ადმინისტრაციისგან მუქარები ხორციელდება. მისივე ინფორმაციით პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. ოჯახი აცხადებს რომ თუ საკითხით არავინ დაინტერესდება, ისინი საპროტესტო აქციას ისევ მოაწყობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

განაგრძობს თუ არა ფოთში ფუნქციონირებას ბათუმის საზღვაო აკადემია

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთში გადმოაქვთ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ინიციატივა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას ეკუთვნის .კურსორი დღეს მას დაუკავშირდა, ეკა ბესელიას განცხადებით იგი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ ფოთის მუნიციპალიტეტშიც.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში სავალალო მდგომარეობაა

ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში სავალალო მდგომარეობაა. პედაგოგები და ადმინისტრაცია დახმარებას ითხოვს. რა პირობებში უწევთ მათ ზამთრის ცივი ამინდების გატარება ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 24 12 2014

დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 9 , 11 გრადუსი დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 13 მეტრს შედგენდა. ცივი ამინდი ღამითაც შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით საშტორმო მდგომარეობაა, ზღვის ღელვა 4, 5 ბალს შეადგენს. ხვალ დღის მეორე ნახევარში კი ფოთში გამოიდარებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 + 12 გრადუსი იქნება. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ხვალ დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ქაფშიის რეწვის სეზონზე ქალაქში სპეციფიური სუნი ვრცელდება

ქაფშიის რეწვის ყოველ სეზონზე ფოთელები თევზის უსიამოვნო სუნს უჩივიან. მოსახლეობა საკითხით დაინტერესებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში საახალწლო ფესტივალი დაიწყო 23 12 2014

ჭდარაკისა და შაშის სკოლაში დღეს საახალწლო ფესტივალი დაიწყო. მასში მოჭადრაკეები აქტიურად ჩაერთვნენ. დაჯილდოვება საზეიმო ვითარებაში 28 დეკემბერს შედგება, იგი კულტურის სახლში 16 საათზე დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ფოთში იმყოფებოდა

ფოთში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებოდა. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ორი საწარმო დაათავლიერა.

იხილე მეტი