სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა ბაქოში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს

ა კლასის საერტაშორისო ტურნირს კრივში აზერბაიჯანმა უმასპინძლა, მასში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის საქართველო ნაკრები გუნდი და სამი ფოთელი მოკრივე. რამდენად წარმატებულად იასპარეზეს მათ ბაქოში ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია „კურსორში’’ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა

აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ,,კურსორში’’ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების დაცვას ეხებოდა. მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვთ და საკრებულოს თავმჯდომარის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმადაც ბაზრის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაა ნებადართული.

იხილე მეტი
სიახლე 

ყაჩაღობა ფოთში

ფოთში გვიან ღამით ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა რეკვავას ქუჩაზე მდებარე ,,ვისოლის’’ ბენზინგასამართ სადგურიდან მუქარითა და იარაღის გამოყენებით 240 ლარი წაიღეს. შემთხვევის დროს ადგილზე ,,ვისოლის’’ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ნიღბიანები სეიფის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ფოთის პოლიცია აწარმოებს. ,,ვისოლის’’ თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

როდიდან ისარგებლებს ფოთი 24 საათიანი წყალმომარაგებით?

2016 წლიდან ფოთის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამჟამად ქალაქს სასმელი წყალი 18-20 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაბადის უბანში 4 რეზერვუარის მშენებლობა უკვე დაწყებულია. 17 მილიონიან პროექტს აზიის განვითარების ფონდი და ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

საკრებულოს სხდომა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა. წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. ძირითადი განსახილველ საკითხები ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები იყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირისადმი მიძღვნილი ღონისძება მე-5 სკოლაში

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულებას მიეძღვნა ღონისძიება რომელიც დღეს მე-5 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განვითარების კლუბმა წარმოადგინა. მოსწავლეებმა დამსწრეებს ევროკავშირის შესახებ ინფორმაციები მიაწოდეს. ღონისძებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

რაგბში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება

კვირას რაგბში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდებს შორის მატჩი შედგა. ფოთის გუნდი ,,კოლხეი ბიჭები’’ პატარძეულის გუნდთან დამარცხდა. მომდევნო გასვლით მატჩს ფოთის გუნდი შაბათს თბილისში გამართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

არის თუ არა ბაზრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული 8 12 2014

გუშინ ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. არის თუ არა ფოთის ბაზრობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული და ვის ეკისრება კონტროლი აღნიშნულზე. ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეუტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

როდიდან დაიწყება ფოთში მზადება ახალი წლისთვის?

ახალი წლისთვის მზადება ქალაქში 25 დეკემბრიდან დაიწყება. სწორედ ამ დროისთვის დამონტაჟდება ქალაქის ცენტრში ნაძვის ხე და ქუჩები საახალწლო აქსესუარებით მოირთვება. რაც შეეხება ღონისძიებებს, კულტურის სამსახურს გეგმა უკვე შედგენილი აქვს. ვცრლად გაიგეთ ჩვენი სიუჟეტიდან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

ფოთის მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები მიულოცეს და მათი პრობლემებითაც დაინტერესდნენ.

იხილე მეტი