ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 1 შემთხვევა დაფიქსირდა 14 07 21
საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული Pfizer-ის გარკვეული დოზები, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაწყების თარიღიც დაასახელა. „პირველი ეტაპისთვის ამ პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება 7 კლინიკა. დღეის მდგომარეობით 30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი Pfizer-ით ვაქცინაციისთვის და ეტაპობრივად ამ პროცესში ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით მოქალაქეებს. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს“, – აღნიშნა ტიკარაძემ. “pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო…
იხილე მეტი