სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 5 შემთხვევა დაფიქსირდა 08 07 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსის ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ. „ამჟამად ვარიანტები ვაქცინების წინააღმდეგ ბრძოლაში იმარჯვებენ, რაც ვაქცინების უთანასწორო წარმოებითა და განაწილებითაა განპირობებული და რაც ასევე საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენას. ეს არ უნდა ყოფილიყო ასე და არც ასე უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ინდური შტამის…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველო შესაძლოა ტურისტული კრიზისის წინაშე დადგეს 08 07 21

საქართველო შესაძლოა ტურისტული ნაკადის შემცირების ან სულაც შეწყვეტის საფრთხის წინაშე დადგეს, ბოლო 2 დღეში ტურისტების დიდმა ნაწილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა და ჯავშნები გააუქმა,ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები კი ამ ყველაფერს 5 ივლისს პოლონელი ტურისტის დაჭრას უკავშირებენ.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ტურიზმის ექსპერტს ნანა ტაბიძეს ვესაუბრეთ და მისი აზრი მოვისმინეთ, როგორც მან განაცხადა, საფრთხე შესაძლოა ნამდვილად რეალური იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში ტურისტების დიდმა ნაწილმა ჯავშანი გააუქმა,რაც შესაძლოა ტურიზმის სექტორზე უარყოფითად აისახოს.

იხილე მეტი

„კურსორის„ სტუმარია რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი 08 07 21

„კურსორი”-ს„ სტუმარია რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი,რომელიც,ფოთის თეატრში, უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტზე-სპექტაკლზე და საჯარო პრემიერაზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს მე-9-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 07 07 21

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-9-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელზეც 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე და მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მომსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე ისაუბრეს. სხდომამ ხმაურის გარეშე ჩიარა. შეგახსენებთ, რომ დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-9-ე  რიგგარეშე სხდომა ჩატარდა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს,აღნიშნული საკითხები კომისიამ დადებითად ცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

„კეფალის ფესტივალის“ ფარგლებში შეხვედრა- ლექცია გაიმართა 07 07 21

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, კეფალის ფესტივალის ფარგლებში საჯარო ლექცია თემაზე “მოგონება მომავალზე”გაიმართა, რომელშიც ნიკო ნიკოლაძის თანამოაზრეებზე და თანამშრომელებზე,  შეგროვილი ინფორმაციის პრეზენტაცია მოეწყო. ასე მენეჯმენტის თემა, კერძოდ, მე -20 -ე საუკუნის დასაწყისის  და თანამედროვე ეპოქის მენეჯერული მიდგომების საკითხების-შედარება, განიხილეს. ლექციას საინფორმაციო- საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ,  ქალაქის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.აღნიშნული შეხვედრა-ლექცია, ალექსანდრე ქავთარაძის, და ფესტივალის ხელმძღვანელის, ნანა ტაბიძის მიერაა მომზადებული. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული შეხვედრა, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში,  კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

6 ივლისს „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“-ის 2020 წლის ფინალი ჩატარდა 07 07 21

6 ივლისს, არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“- ის 2020 წლის  ფინალი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე ,შარშან დაგეგმილი ღონისძიება წელს გაიმართა.  „ მხიარულთა და საზრიანთა კლუბი დაბრუნდა“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში სასკოლო ლიგის ხელმძღვანელმა ედემ გაბელიამ.ფინალში ორი გუნდი ასპარეზობდა, მე-7-ე სკოლის გუნდი ,,სიცილაკები’’ და პირველი სკოლის გუნდი ,,სნოუბი’’, ეს უკანასკნელი კი 2020 წლის ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბი’’-ის გამარჯვებული გახდა.შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს არჩილ ხორავას სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“-ის, 2020- წლის ფინალი ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

6 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ფოთს ესტუმრნენ 07 07 21

6 ივლისს, ფოთის,ჭიდაობის სკოლას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ეწვივნენ.კერძოდ ინსტრუქტორები,რომლებმაც მასტერკლასი სახელწოდებით „მომავალი ძიუდო, მოქნილი გზა წარმატებისაკენ“ ჩაატარეს.პროექტის ავტორი – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ქერხიშვილია. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობას 8-დან 14-წლამდე ასაკის მოზარდები იღებდნენ. „ამ პროექტში ასწავლიან არა ჭიდაობას არამედ სწორ მოძრაოაბასა და იაპონურ ტერმინოლოგიას“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში სამეგრელო- ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენელმა ბადრი გახოკიძემშეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ფოთს ეწვივნენ.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ექიმი ენდოკრინოლოგი ანა დათიაშვილი 07 07 21

,, კურსორი’’-ს სტუმარია კლინიკა ,,ბომონდი’’-ის მოწვეული ექიმი, ენდოკრინოლოგი ანა დათიაშვილი, რომელიც, ენდოკრინოლოგიაზე,როგორც მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა დარგზე და ენდოკრინული დაავადებების სპეციფიკაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი