სიახლე 

ფოთელი სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს 29 07 20

ფოთელი, სოციალურად დაუცველი ლელა სიჭინავა დახმარებას ითხოვს. ის გაგრის ქუჩაზე მეუღლესთან და 6შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართა თუმცა უშედეგოდ.ის თავდაპირველად, კუნძულ კოლიმბარზე ცხოვრობდა თუმცა, ივნისის თვეში სახლი ხანძრის შედეგად დაეწვა, და როგორც თავად ამბობს, მერიისგან მხოლოდ 200ლარიანი დახმარება მიიღო. ლელა სიჭინავას განცხადებით, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა მათ ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ და ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ. ის შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. ჩვენი ჯგუფი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ, ლელა სიჭინავას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 48 მედიკოსი და შსს-ს 43 თანამშრომელი დაიტესტა 29 07 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის 48 მედიკოსის და შსს 43 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. თუ რა მდგომარეობაა ფოთის ჰოსპიტალში, ჩვენი ჯგუფი ჰოსპიტალის დირექტორს თეა მიგინეიშვილს დაუკავშირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ემუქრება თუ არა ფოთს დატბორვა რიონის ადიდების გამო 29 07 20

გვიან ღამით რაჭაში უხვი ნალექის მოსვლამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რამაც საავტომობილო გზებისა და ხიდების დაზიანება გამოიწვია. რამდენიმე სოფელი ჯერაც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. არის თუ არა რიონის ადიდების გამო ქალაქში დატბორვის საშიშროება ამის შესახებ ფოთის ჰიდროკვანძის უფროსს გენო ლოლუას ვესაუბრეთ

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია გიორგი კოკაია 29 07 20

,, კურსორის” სტუმარია ფოთელი წარმატებული სტუდენტი, მანსანკანის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი გიორგი კოკაია, რომელიც მისი და მისი მეგობრების დაწყებულ იუმორისტულ პროექტზე ,, ღია მიკროფონზე” გვესაუბრება, რომელიც 10 აგვისტოს მალთაყვის პლაჟზე გაიმართება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ ჰეპატიტის“ საერთაშორისო დღე აღნიშნეს 28 07 20

28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით -ამაღლდეს ცნობირება ვურუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. დღესდღეობით მსოფლიოში ვირუსული ჰეპატიტით 525მილიონი ადამიანია დაავადებული. ელიმინაციის პროგრამის მიზანია ქვეყანაში c ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევვების აღმოცენების პრევენცია. თუ რა მდგომარეობაა ფოთში, ჩვენი ჯგუფი ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” უფროსს ნინო ხურციას გაესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორმა საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა 28 07 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას 2019-2020 წლის ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა რისი განხორციელებაც ორი წლის განმავლობაში მოხდა. ალექსანდრე მოწერელიამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ფოთში საზღვაო სასწავლებლის ჩამოყალიბება დაასახელა. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით მიმდინარე წელს 25 ახალი ავტობუსი ზუგდიდს, ხოლო 10 ავტობუსი ფოთს გადაეცემა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება, ამისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. განხორციელდა სოფლის მეურნეობისა და მეწარმეთა ხელშეწყობის პროექტები. ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით ორი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 3000მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გამოხმაურება „კურსორი“-ს სიუჟეტზე 28 07 20

სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ რომ, სოციალურად დაუცველი ზურაბ აგუმავა დახმარებას ითხოვდა. ის ქირით გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობდა და მიუხედავად შესაბამისი სამსახურებისთვის განცხადებით არაერთხელ მიმართვისა კვლავ უბინაოდ რჩებოდა. ფოთის დევნილთა სამსახურის უფროსის , ირაკლი ლეჟავას განცხდებით დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განაახლა საცხოვრებელი სახლების შესყიდვებთან დაკავშირებით კომისიების მუშაობა და 71 ოჯახს , მათ შორის ფოთში მცხოვრებ 25ოჯახს ფართები დაუკანონდებათ. ზურაბ აგუმავას ფართის შესარჩევად 3 თვიანი ვადა განესაზღვრა , რის შემდეგაც შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით მას ეს ფართი დაუკანონდება. ზურაბ აგუმავა დევნილთა სამინისტროს და ფოთის მერიას…

იხილე მეტი

„კურსორის„ სტუმარია ნანა ტაბიძე 28 07 20

კურსორის” სტუმარია ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე რომელიც, ქართულ ტურიზმის სფეროს პრობლემებზე, კოლხეთის ეროვნულ პარკზე და მოახლოებულ ,, კეფალის ფესტივალზე” გვესაუბრება

იხილე მეტი

,, კურსორის” სტუმარია ზურაბ გორგოძე 28 07 20

,, კურსორის” სტუმარია ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,youthFull Academy” ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და რექტორის თანაშემწე ზურაბ გორგოძე, რომელმაც ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, განხორციელებულ და წამოწყებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

იხილე მეტი