კორონავირუსთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მოქმედი ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური, კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან, კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საოპერაციო მოცულობა და ხელმისაწვდომობა, რათა მიწოდების ჯაჭვმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ნიღბებით,…
იხილე მეტი