,,კურსორი”-ს სტუმარი ფოთის მერი გოჩა კურდღელია 08 02 19
,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის მერი, გოჩა კურდღელია.
იხილე მეტიფოთში, წყალსათხილამურო სპორტში მრავალგზის, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონთან, გენადი გურალიასთან შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, მან მიღწეულ წარმატებებზე და სპორტის ამ სახეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
იხილე მეტიფოთში მე-11 დღეა მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის ბიჭს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მაშველები და მოზარდის ოჯახის წევრები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, აბაშის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. მათ თანადგომა გამოუცხადა და მაშველებს პროდუქტი გადასცა.
იხილე მეტიფოთში, „დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი საკრებულოში, თორნიკე ხარჩილავა „ქართული ოცნების” წევრი გახდა. ის ხმათა უმრავლესობით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. შეგახსენებთ, თორნიკე ხარჩილავამ პარტიული სიით უფროსი ძმა, ოთარ ხარჩილავა სექტემბერის თვეში ჩაანაცვლა და როგორც ოპოზიციონერი, საკმაოდ აქტიური დეპუტატის იმიჯის შექმნას გეგმავდა. თუმცა ამჯერად მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი და „ოცნების“ პოლიტიკური შეხედულებები იდენტური აღმოჩნდა.
იხილე მეტიფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა. ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, მასში რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან 75-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად ტარდება. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით ითვლება. ამ ტურნირით გამოვლინდებიან ის მოჭადრაკეები, რომლებიც საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზურს მოიპოვებენ. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.
იხილე მეტიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით დრო გამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და მინიმალური +7 ° დაფიქსირდება. 9 თებერვალს ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10მ/წმ სიჩქარით.ძირითადად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, დღე-ღმის განმავლობაში მცირე ნალექი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +9 ° 11 °; ღამით კი + 7 ° + 9 ° იქნება. 10 თებერვალს სამხრეთის ქარი დაფიქსირდება, რომელიც 15 მეტრი წამი სიჩქარით დაქროლავს. მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +11 გრადუსი, ხოლო ღამით +7 +10 გრადუსი დაფიქსირდება.
იხილე მეტიფოთში, 44 წლის ლელა ანჯაფარიძის გარდაცვალებაში, ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედ-პერსონალს ადანაშაულებენ.ისინი მომხდარი ტრაგედიის მიმეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.მათი განცხადებით 44 წლის ქალბატონს ბრმა ნაწლავის ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთდა, რამაც ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლო ნათესავები საავადმყოფოს დახურვას და ექიმების დასჯას მოითხოვენ. „პაციენტი როდესაც სასწრაფომ დილის 4 საათისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა, რატომ არ მოახდინა მორიგე ექიმმა მყისიერი რეაგირება? რატომ არ გამოიძახა 10 საათამდე ექიმები და სასწრაფო ოპერაცია რატომ არ გაუკეთდა დროულად? როგორც მეუღლეს უთხრეს, ბრმა ნაწლავი იყო გამსკდარი და ჟონავდაო. დაგვიანებული ოპერაციის გამო ორგანიზმი მოეწამლა. შემდეგ მესამე დღეს გამოწერეს, ისე რომ…
იხილე მეტისაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით და სრული დაფინანსებით, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩატარდება. სამუშაოები 2019 წლის მე-2 კვარტლიდან დაიწყება.
იხილე მეტიარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტის 7 თანამდებობის პირს ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქს შევსებული. გამჭვირვალობის თანახმად, მერის პირველ მოადგილეს კოტე თოფურიას და მერიის ექვს თნამშრომელს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მათ საკუთერბაში არსებული გარკვეული ქონების ნაწილი არ მიუთითებიათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის კომპანიები , რომლებიც დეკლარაციაში არაა შეტანილი, დაარსების დღიდან არ ფუნქიონირებენ. „კომპანიები, რომლებიც ჩემს დეკლარაციაში შევსების დროსაა გამოტოვებულია, ყველა უმოქმედოა. როგორც მახსოვს ამ კომპანიებს დაარსების დღიდან სამუშაოები არ უწარმოებიათ. ეს კომპანიები არასოდეს დაუჯარიმებიათ, რაც იმას მოწმობს, რომ ყველა უფუნქციოა. ამის შესახებ ეცნობა…
იხილე მეტიიუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. როგორც იუსტიციის სახლში განაცხადეს, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემულია. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა.
იხილე მეტი