სიახლე 

“საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს” – შეფასებები ვაშინგტონიდან

“ვფიქრობ, რომ საქართველოში ოპონენტები, დაპირისპირებული პარტიები, დაინტერესბულნი არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც კი შეუძლიათ იმისთვის, რომ საკუთარი გამარჯვება უზრუნველყონ. და ეს ნაცვლად იმისა, რომ თამაშის დემოკრატიული წესებით იმოქმედონ. ეს პრობლემაა” – აცხადებს ჯონ ჰერბსტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 ადამიანი გარდაიცვალა . 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58% საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღა დაწყებულია – სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება და ამავდროულად არ მოხდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო სპეციფიკური ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება. პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს მასიურად შეიკავონ თავი ხალხმრავალი ღონისძიებებისგან.  “საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან. გამორიცხული არ არის გარკვეული რეგულაციების დაწესების საკითხი დადგეს,”-…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ტურიზმის ექსპერტი ნანა ტაბიძე 15 10 21

,,კურსორი”-ის სტუმარია : ,,კეფალის ფესტივალი”-ს ორგანიზატორი,ტურიზმის ექსპერტი- ნანა ტაბიძე, რომელიც ქალაქში გახორციელებული პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

,, თავისუფლება მიშას ‘’ – საპროტესტო აქციას ფოთელი ოპოზიციონერები შეურთდნენ 14 10 21

,, თავისუფლება მიშას ” ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყო. სამეგრელოდან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ასობით ადამიანი გაემგზავრა. დედაქალაქში ისინი კერძო მანქანებითა და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით ჩავიდნენ. ფოთში, ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერებისა და მხარდამჭერების თქმით, მათი აქციაზე მისვლის მიზეზი არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა. „თითქმის 500 ადამიანი მივდივართ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მოსაპოვებლად, მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერად, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მიუსავლეთში, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო…

იხილე მეტი
სიახლე 

15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე, ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში იმართება 14 10 21

15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე, ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის,ჩატარდება,რომელშიც ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოჭადრაკე მონაწილეობს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ.მისი განცხადებით ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა’’-დან : დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა და კახაბერ კიზირია მონაწილეობენ. აღსანიშნავია,რომ ჩემპიონატი პანდემიის გამო ჰიბრიდული სისტემით,როგორც ონლაინ ასევე დასწრებით ფორმატში ტარდება და მასში, 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს 14 10 21

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა წინა თვეებთან შედარებით ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა შემცირებულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის 27 ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც 53 ბრიგადაა მობილიზებული. აღსანიშნავია,რომ სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. დღეის მდგომარეობით რეგიონში ვაქცინირებულია 118 192 მოქალაქე, აქედან პირველი დოზით 63 844 ადამიანი, ორივე დოზით კი 54 348 მოქალაქე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი გასტროლებისთვის ემზადება 14 10 21

18 ოქტომბერს 19: 00 საათზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ეროვნული დრამატურგიის VI საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე წარსდგება, რომელსაც მესხეთის სახელმწიფო თეატრი მასპინძლობს. ფოთის თეატრი მაყურებლის წინაშე, სპექტაკლს,,საბრალდებო დასკვნა“-ს წარადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის თეატრის მსახიობს გია სურმავას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ეროვნული დრამატურგიის VI საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე 18 ოქტომბერს 19 : 00 საათზე წარსდგება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 10 21

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8%. COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 240 მილიონს უახლოვდება. გასულ დღე-ღამეში რუსეთში COVID-19-ით 1000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. სახმელეთო საზღვრებს სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ნოემბრიდან გახსნის ამერიკის შეერთებული შტატები. მონაცემების მატების გამო კი კოვიდ პასპორტების წარდგენა მოუწევთ ნიგერიაში საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს. 45 დღით ქორწილები აიკრძალა კონგოს რესპუბლიკაში. COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი სამუშაო ჯგუფი შექმნა. მნიშვნელოვნად დამძიმებული ეპიდვითარება და მდგომარეობის კიდევ უფრო…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 14 10 21

ამერიკის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩავარუსეთში კოვიდ-19-ის გართულებებით რეკორდულად ბევრი ადამიანი კვდება; მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ქონებას კვლავ ოფშორებში მალავენ; ბოინგი თანამშრომლების ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის; ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი გამოსცა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში პურის ფასი 20 თეთრით გაიზარდა 13 10 21

საქართველოში პურის ფასი 20 თეთრით გაიზარდა,ჩვენ დავინტერესდით რა მიზეზები ახდენს გავლენას პურის ფასის გაძვირებაზე და რა შეიძლება იყოს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ, მისი თქმით მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდაა. აღსანიშნავია რომ პურის გაძვირებაზე, პურის მცხობელთა ასოციაციაში ,ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ, როგორც მაშინ ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში 102.4 ათასი ტონა ხორბალი აწარმოეს. ამ წელს საქართველოდან ექსპორტზე…

იხილე მეტი