სიახლე 

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა 08 16 21

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი წევრების არჩევის პროცესი დასრულდა. აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ნაწილმა „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მონაწილეობა არ მიიღო.„სხდომაზე ხუთი პოლიტიკური პარტიის კომისიის წევრმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიიეღო ამ არჩევაში“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფოთის 70-ე საოლქო საარჩვენო კომისიის თავჯდომარემ, სალომე როდონაიამ.ინტერვიუაღნიშნულ საკითხს პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე გამოეხმაურა „ჩვენ რა თქმა უნდა არ მივიღეთ ამ ფარსში მონაწილეობა და გამოვეთიშეთ ამ პროცესებს.“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ფოთის საკრებულოს წევრმა პარტია ლელოს ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა.შეგახსენებთ, რომ ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი…

იხილე მეტი
სიახლე 

„საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში“ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება დაიწყო 08 16 21

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა უმაღლეს სასწავლებელში რეგისტირებულ სტუდენტსა და აბიტურიენტს შეუძლია. „სტუდენტებს შეუძლიათ თავადვე დააორგანიზონ მათთვის საინტერესო შეხვედრა და თავადვე მოიწვიონ კონკრეტულ თემაზე მომხსენებელი“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს სტუდენტური პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, ნიკო კოკაიამ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს, აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა უფასოა.მსურველებს რეგისტრაცია მოთოთებულ ბმულზე შეუძლიათ: https://docs.google.com/…/1VAG4POaqDKl_E2V4VXJ…/edit

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ უნდა დავიცვათ თავი მაღალი ტემპერატურის დროს

ხანგრძლივად მაღალ ტემპერატურაში ყოფნით ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე — იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით ჩვენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ნინო ჭანტურიას ვესაუბრეთ. მედიკოსების თქმით მაღალი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების, ორსულების, ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმისთვის რომ მაღალმა სიცხემ არ გამოიწვიოს ორგანიზმში გაუწყლოვება ექიმები გვირჩევენ, რომ დღის განმავლობაში მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და…

იხილე მეტი

კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს კვლავ ელის 21 07 21

კოლხეთის ეროვნული პარკი კვლავ აქტუალური დასასვენებელი ტერიტორიაა, როგორც ქართველი,ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. ეროვნული პარკი,შარშანდელივით,წელსაც დამსვენებლებს კოვიდრეგულაციების სრული დაცვით უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში ტურები რეგულარულად ტარდება. ვიზიტორმა ტურში მონაწილეონის მისაღებად წინასწარ უნდა დაჯავშნოს კონკრეტული ადგილი. „საერთაშორისო ექსპერტები დადებით რეკომენდაციას უწევენ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო ნუსხაში შეტანას“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსმა ხათუნა ქაცარავამ. შეგახსენებთ, რომ .,,კოლხეთის ეროვნული პარკში” წელს სხვადასხვა სახის ტურები და ღონისძიებებია დაგეგმილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 11 შემთხვევა დაფიქსირდა 21 07 21

საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს. მისივე განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისში, პიკის დროს და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალსიტებს განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ…

იხილე მეტი
სიახლე 

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიციური პარტიის წევრები გამოეხმაურნნე 16 07 21

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, ის ბათუმში მასშტაბურ კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია და საერთაშორისო პარტნიორებს უპირისპირდება.აღნიშნულ საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ფოთში – დარეჯან ცხვიტარიაც გამოეხმაურა. „ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიქმნა, რადგან არცერთი არ შეასრულა მთავრობამ“ – განაცხადა ჩვენთან ინტერიუში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ფოთში – დარეჯან ცხვიტარიამ.შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რასაც ოპოზიციური პარტიის წევრები…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 07 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელია, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ფოთის საზღვაო ზოლზე არსებული პროგნოზის მიხედვით: 17 ივლისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი, ხოლო ღამით +23, +25 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით ჩაივლის. 18 ივლისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი, +23, +25 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ თემურ ბარქაიას დაკრძალავენ 16 07 21

წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი და გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია 44 წლის ასაკში გარდაიცვალა,  ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა წლების განმავლობაში ფოთის “კოლხეთი 1913-ის” პრეზიდენტი, კლუბის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის გუნდის ლოკალური წინსვლა “კოლხეთისთვის” ურთულეს პერიოდში. საფეხბურთო კლუბი “კოლხეთი 1913″ იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს”, – ვკითხულობთ “კოლხეთის” განცხადებაში. თემურ ბარქაია ბიზნესმენი გახლდათ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ფოთის „კოლხეთი-1913“-ს ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გაუწია და ყველაზე წარმატებული მმართველი იყო. ის გუნდის დასახმარებლად სამჯერ მივიდა (2006-2009, 2010, 2013-2018) და სამივეჯერ დაბალ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. შეგახსენებთ, რომ თემურ ბარქაიას ხვალ,17 ივლისს დაკრძალავენ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე ფოთელი მალხაზ ხელაია იასპარეზებს 16 07 21

მიმდინარე წლის 19-23 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში , მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 45 კილოგრამ  წონით კატეგორიაში,მალხაზ ხელაია დაიცავს, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე უკვე გაიმარჯვა,ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორც სპორტსმენის პირადი მწვრთნელი  ავთანდილ კუჭავა აღნიშნავს მალხაზი გამარჯვებისთის სათანადოდაა მომზადებული.   ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტრის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებულ სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს.

იხილე მეტი