დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 01 07 21
დღეს, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.აბიტურიენტებს პირადობის მოწმობასთან და საგამოცდო ბარათთან ერთად, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი გამოცდაზე არ დაიშვებიან.ასევე, გამოცდაზე შესვლამდე მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ და თუ რომელიმე აბიტურიენტს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ, რითაც თითოეული საგამოცდო ცენტრია აღჭურვილი,მათ შორის ფოთშიც. როგორც ჩვენთან ინტერვიუში, ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ…
იხილე მეტი