სიახლე 

ფოთში 4 ივლისს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის პროფილაქტიკური გამოკვლევევბი დაიწყება

ქალაქ ფოთში 4 ივლისს ყველა საჯარო და კერძო  სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყება. გამოკვლევები  პირველიდან მე-4 -ე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ლაზიკა მედში ჩაუტარდებათ. „ქალაქ ფოთის მერიის დაფინანსებით და ლაზიკა მედის ორგანიზეით იწყება დაწყებითი კლასის მსოწავლეების პროფილაქტიკური კვლევები, რაც მოიცავს თვალის და ხერხმლის პათოლოგიების გამოვლენას“ – განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში ლაზიკა მედის კლინიკურმა მენეჯერმა კესო გელენიძემ. შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფოთში 4 ივლისს,მერიის დაფინანსებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 06 21

“29-30 ივნისს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით (მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 29 ივნისს, სამშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი, ღამით +21, +23 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. 30 ივნისს, ოთხშაბათს ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი, ღამით კი +21, +23 გრადუსი იქნება. დღე უმეტესად…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 25.06.21

1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყეში ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. 24 ივნისიდან 1- 2 ივლისამდე კი დასავლეთ საქართველოში დღისა და საღამოს საათებში ელჭექის თანხლებით,ხანმოკლე წვიმები იქნება 26 ივნისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ღამით კი +20, +22 გრადუსი იქნება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 27 ივნისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ხოლო ღამით +20, +22 გრადუსი იქნება. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,აჭარა ტექსტილში” კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა 25 06 21

ფოთის სამკერვალო ფაბრიკის “აჭარა ტექსტილი’’-ს” 20-ზე მეტი თანამშრომელი ინტოქსიკაციით ფოთის სხვადასხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია საწარმოში დასაქმებულთათვის გათვალისწინებულია დღეში ერთჯერადი კვება,  სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული  სადილი გახდა მასობრივი მოწამვლის გამომწვევი მიზეზი. დაზარალებულები ქალაქის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი და შესაბამისი კვლევები და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. აღნიშნულ ინციდენტზე კომენტარი  აჭარა-ტექსტილის დირექტორმა გია ლომინაძემ გააკეთა. ,,ჩვენ გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და ვინც გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები განაცხადა’’ გია ლომინაძემ შეგახსენებთ,რომ ფოთში ძლიერი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმარია ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბექა გუგუშვილი 25 06 21

,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ბექა გუგუშვილი,რომელიც 2021 წლის ტურისტულ სეზონზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

საზარელი შემთხვევა სამეგრელოში 25 06 21

საზარელი შემთხვევა სამეგრელოს ერთ- ერთ სოფელში, სადაც 8 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, გავრცელდა ინფორმაცია,რომ ბავშვზე თავიდან  65 წლის მამაკაცმა, ხოლო მოგვიანებით  მამაკაცის, 35 წლის შვილმა იძალადა. დღეს, დაზარალებული  გოგონას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირების, საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. აღნშნულ საკითხზე პოლიციამ უკვე ორივე მხარე დაკითხა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწნინებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა სამეგრელოში დღეს მოხდა, 8 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 25 06 21

 24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში სახელმწიფო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლის, წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, სადაც 40-მდე სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერა შესრულდა. უპირატესობა კი მეგრულ ფოლკლორს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ფოთის სალოტბარო სკოლა, იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით  2015 წლიდან ფუნქციონირებს. შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში ,სახელმწიფო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის, ფოთის სალოტბარო სკოლის, წლის შემაჯამებელი  კონცერტი გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირის ელჩი ფოთის საზღვაო აკადემიას ესტუმრა 25 06 21

დღეს, ფოთის საზღვაო აკადემიას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი ესტუმრა, რომელმაც საზეიმო ვითარებაში „ნიკო ნიკოლაძის“ სახელობის ბიბლიოთეკა გასხნა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მეზღვაურობაზე და მის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობებზე ესაუბრა.კარლ ჰარცერი, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო „დღეს საქართველოში  ჩამოდიან სამი ევროკავშირის ქვეყნების, ავსტრია, ლიეტუა და რუმინეთის მინისტრები რომლებსაც მე შევხვდები და გვექნება სხვადასხვა სახის დისკუსიები რეგიონებთან დაკავშირებით, ფართო რეგიონალურ საკითხებზე’’ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.ევროკავშირის ელჩმა, ასევე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე,  შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე და პარტია „ლელოს“ ულტიმატუმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,კარგი იქნება თუ მმართველი პარტია დაფიქრდება 19 აპრილის შეთანხმებაზე. შეგახსენებთ,  რომ ევროკავშირის…

იხილე მეტი
სიახლე 

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა 25 06 21

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა, რომელიც „თხილის მწარმოებელ ასოციაციის“ წევრებისთვის დაფინანსების ერთგვარი წყარო იქნება. რას სთავაზობს ფერმერებს “ლიბერთის” თხილის ბარათი და რა უპირატესობების გააჩნია მას ვრცლად სიუჟეტში. 

იხილე მეტი