სიახლე 

ლიბერთი ბანკი 60 + კლუბების აქტიური მხარდამჭერია

ქუთაისის 60+ კლუბმა შეხვედრას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებე ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. „60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის 60+ კლუბების აქტიური მხარდამჭერია

იხილე მეტი
სიახლე 

დაიკავებს თუ არა თანამდებობას ფოთის მერიაში ოთარ ხარჩილავა 09 06 21

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ოთარ ხარჩილავას, ფოთის მუნიციპალიტეტის  ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს, მერიაში სამსახურს სთავაზობენ. კერძოდ საუბარია ინფრასტრუქტურის უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნული საკითხის დაზუსტების მიზნით, ჩვენ  ოთარ ხარჩილავას დავუკავშირდით, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის ფოთის მერს პირად საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა და  დეტალებზე საუბარს არ აპირებს, ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. როცა ჩვენ ვკითხეთ,რამდენად მისაღები იქნებოდა მისთვის  ინფრასტრუქტურის კუთხით მუშაობა,მან ქალაქში ამ  მიმართულებით რთულ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება, და აღნიშნა,რომ ინფრასტრუქტურის საკითხების  მართვა მისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა. შეგახსენებთ,გავრცელდა ინფორმაცია,იმის შესახებ,რომ ფოთის საკრებულოს ყოფილმა  თავჯდომარემ ოთარ ხარჩილავამ  შესაძლოა მერიაში ერთ-ერთი  წამყვანი…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს, პარლამენტში ამნისტიის კანონის განხილვა მიმდინარეობდა 09 06 21

პარლამენტის სხდომაზე დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, ოპოზიციაში პროექტთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებია. დღეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობაც“ დაესწრება, თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ პროექტს ისინი მხარს არ დაუჭერენ. „ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა პროცესში, მათ შორის ამნისტიის კანონის განხილვაში, თუმცა ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯალათების სისხლის სამართლის პასუხისმგებნლობისგან განთავისუფლებას„-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით, როგორც ის აცხადებს ნაციონალური მოძრაობა არასდროს დაუჭერს მხარს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 06 21

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთმა Sinovac-ის ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Sinovac-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა. „Sinovac-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. კომპანიაში არ აზუსტებენ, როდის შეეძლებათ მცირეწლოვან ბავშვებს ვაქცინის მიღება. ვაქცინაციის გრაფიკს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია განსაზღვრავს. Sinovac-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დაასრულა ვაქცინის ადრეული გამოცდის ეტაპი ბავშვებსა და მოზარდებში, ხოლო შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში მალე გამოქვეყნდება. 1-ელ ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება 09 06 21

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა,  ეზოც შესაბამისად მოეწყობა, შენობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც ადაპტირებული იქნება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას და ფოთის მერის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ტყებუჩავას ვესაუბრეთ. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა 09 06 21

ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში იერუსალიმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 09 06 21

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ფოთში იერუსალიმის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ. აღსანიშნავია რომ არსებული საავტომობილო გზის დამატებით, გაიჭრა ახალი 350 მეტრი მონაკვეთი, რის შედეგადაც იერუსალიმის ქუჩა 8 მარტის ქუჩას დაუკავშირდა. საავტომობილო გზის მოწყობასა და მოასფალტებასთან ერთად, ხორციელდება ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელსაც კომპანია “ნიუპოვერი„ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 367 ათას ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 2021 წლის გათამაშების წილისყრა სამოყვარულო ფეხბურთში გაიმართა 09 06 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტიდა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2021 წლის გათამაშების წილისყრა სამოყვარულო ფეხბურთში გაიმართა. სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა გუნდების წარმომადგენლებს  შეხვდა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგი თანმუმდევრობით: გადანაწილდა 12 ივნისი, 16 საათი ,,აისბერგი” – ,,სიტი” 12 ივნისი, 18 საათი ,,არისტოკრატები” – ,,მერცხალი” 12 ივნისი, 20 საათი ,,ნაბადა’ – ,,ოსტროვი’შეგახსნებთ,რომ 12 ივნისს, ფოთში, სამოყვარულო ფეხბურთი იწყება და მასში ქალაქის რამდენიმე გუნდი იქნება წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა (R) 09 06

“ლიბერთი ბანკმა” თხილის მწარმოებელი ფერმერების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა, რომელიც „თხილის მწარმოებელ ასოციაციის“ წევრებისთვის დაფინანსების ერთგვარი წყარო იქნება. რას სთავაზობს ფერმერებს “ლიბერთის” თხილის ბარათი და რა უპირატესობების გააჩნია მას ვრცლად სიუჟეტში. 

იხილე მეტი