სიახლე 

გიორგი გაახარიან პარტია ,,საქართველოსთვის” წარადგინა 31 05 21

29 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია – „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა, ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში მოეწყო. პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ახლად დაფუძნებული პარტიის წევრებმა გამართულ პარტიის ყრილობაზე მიიღეს, გახარიას კანდიდატურას პარტიის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს, ამასთან, შეკრებაზე პარტიის წესდებაც დაამტკიცდა. ინტერვიუ გახარია აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი გახარიამ პარტიის წარდგენაზე პირველ ნომრად გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა ,თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვის აირჩევს თბილისის მერობის  კანდიდატად.. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ოპოზიციური პარტიების ფოთელ ლიდერებს დავუკავშირდით და მათი აზრი მოვისმინეთ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა…

იხილე მეტი
სიახლე 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა 31 05 21

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში და ა ჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ,ამის შესახებ სპეციალურ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.„ჩემი აზრით, ჩვენ მოცემულ მომენტში მივიღეთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზი, მოედნები, სოფლები, ქუჩები, ქალაქები, რაონები, მთა, ბარი – ბიძინა ივანიშვილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.აღნიშნულ თემაზე ჩვენ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ფოთის წარმომადგენელს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.შეგახსნებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ  შარლ  მიშელის…

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 31 05 21

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ალბათ ბოლო 2 წელიწადი ისევ მოგვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა. „მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ არ იქნება ვაქცინაცია ეფექტიანი, დაავადება კვლავ განვითარდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია ეფექტიანია. ეს დამოკიდებულია მობილობაზე და ეფექტიანობაზე. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მობილობა და ეფექტიანობა ძალიან მალე პრიორიტეტი გახდება განაცხადა ლევან რატიანმა. ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი…

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა 31 05 21

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი, სამეგრელო -ზემო სვანეთის უკვე ყოფილ რწმუნებულს, დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა. მალხაზ თორიამ სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღა’’-ს გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა,თუმცა მიზეზების დასახელებისაგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. მალხაზ თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო. გუბერნატორის მოვალეობას, სავარაუდოდ, მისი პირველი მიადგილე ნინო ვიბლიანი შეასრულებს. აღსანიშნავია,რომ სახელმწიფო რწმუნებულმა პოსტი დღეს  31 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გზების რეაბილიტაცია გრძელდება 28 05 21

ფოთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 5 ქუჩის ფალიაშვილის ქუჩის , გორგასლის ქუჩის, სააკაძის ქუჩის კ.გამსახურდიას ქუჩის და ეგ.ნინოშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ. . ინფრასტრუქტურის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 000 000 ლარია. სატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადაა 2021 წლის 6 ივლისია. გზების რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 5 თვეში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 28 05 21

საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კითხვაზე, ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია შემოსული იცავს თუ არა ინდური შტამისგან, მან აღნიშნა რომ : „ამ ეტაპზე ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლებს მიერ, ისინი მოიცავენ და ფარავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებენ დღეს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები „სინოფარმზეც“, „სინოვაკზეც“, „მოდერნაზეც“, „ფაიზერზეც“ თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“. კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო ზემო სვანეთში 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს რეგიონში პაციენტები რუხის,…

იხილე მეტი
სიახლე 

აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ფოთში 28 05 21

დღეს ფოთში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის,განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ 21-ე საჯარო სკოლას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესტუმრა, ხოფერიამ კურსდამთავრებულებს, სწავლის დასრულება მიულოცა და სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. „ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე  12 საჯარო სკოლა გვაქვს და განსაკუთრებულად მინდოდა ფოთის  შეხვედრა ყოფილიყო გამორჩეული. პანდემიის გამო ბოლო ზარი უჩვეულო ამპლუაშია, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან ლამაზი და კარგი სანახავი იყო“-აღნიშნა მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ეკა ხოფერია, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა თორმეტივე  სკოლას ესტუმრა .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საკრებულოს მე-7 გეგმიური სხდომა გაიმართა 28 05 21

დღეს, ფოთში საკრებულოს მე-7 გეგმიური სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. სხდომა სიტყვიერი   ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტების წარმომადგენლებმა პრეტენზიები წამოაყენეს თითქმის ყველა საკითხთან  დაკავშირებით,ძირითადად კი ზედამხედველობის სამსახურის  უფროსის,ანგარიშის მოსმენისას.აღსანიშნავია, რომ  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი 2021 წლის 26 აპრილს პეტიცია, რომელიც ფოთში ველობილიკის მოწყობას უკავშირდება,  საკრებულომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  შეგახსენებთ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხიდან , საკრებულომ 6 დადებითად,ხოლო 2   ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 1 საკიხთი კი არ დააკმაყოფილა

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 28 05 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს. 29 მაისის მონაცემებით. ფოთში  შაბათს, 29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16 გრადუსი, +18 გრადუსი: ღამით: +15 გრადუსი, +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, დღის პირველ ნახევარში კი უნალექობა . 30 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი, +21 გრადუსი, ხოლო ღამით +16 გრადუსი, +18 გრადუსი იქნება. დღის დასაწყისში და ღამის მეორე ნახევარში უმეტესად უნალექობაა მოსალოდნელი, 31 მაისის მონაცემებით ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი,…

იხილე მეტი