ფოთში იროდი ტიკარაძის საიუბილეო თარიღი აღნიშნეს
ფოთის სახელმწიფო თეატრმა, ღვაწლმოსილი ხელოვანის, იროდი ტიკარაძის დაბადებიდან 75-ე და შემოქმედებითი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლა.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „იროდი ტიკარაძე ქართული სიმღერის მოამაგე“.საღამოს თბილისიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.სცენაზე მაყურებლის წინაშე,ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა მუსიკალური ნომრით გამოვიდნენ

