სიახლე 

საარჩევნო დარღვევებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

ფოთში საარჩევნო პროცესის დარღვევებით მიმდინარეობაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ. „ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ ჟურნალისტებთან ტექნიკურ დარღვევაზე ისაუბრა., როგორც ის ამბობს კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების გადახევა ისე ხდება, რომ მასზე კანდიდატების ვინაობის ამოკითხვა შეუძლბელია. მისი ვარაუდით ასეთი ბიულეტენები შესაძლოა ბათილად იქნას ცნობილი. „ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავას განცხადებით, საოლქო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს. მისივე თქმით უბნებზე მისულ მის მხარდამჭერებს, ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დაკარგვის ფაქტს უარყოფენ.საოქოს თავმჯდომარის სალომე როდონაის განცხადებით, არცერთი ბიულეტენი ოლქიდან არ დაკარგულა და 32-ვე უბანს კუთვნილი რაოდენობის ბიულეტენი გადაეცა.

მსგავსი სტატიები