საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან
ფოთის ადმინისტრაციული შენობის წინ, ფოთის საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი-1913“-ის გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებისგან გუნდის საშინაო მატჩების, ფოთში გამართვის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ ფოთის საფეხბურთო გუნდი 2012 წლიდან სტადიონის აშენებას ელოდება.

