სიახლე 

ფოთის სასამართლომ “ევროპელების“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ 31- ე უბნის შედეგების გაბათილება,მომჩივანი მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მასალების მიხედვით, მიზანშეწონილად არ ჩათვალა. რაც შეხება „ევროპელების“ მეორე მოთხოვნას _ საოლქო კომისის წერილის გაუქმების თაობაზე,რომლის მიხედვით „ევროპელების“ საჩივარი უსაფუძლობის გამო საოლქოში არ განიხილეს,სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული წერილი გაუქმებას დაექვემდებარა, რადგან საჩივარზე რეაგირება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით მოხდა

მსგავსი სტატიები