სიახლე 

ფოთში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს

დღეს ფოთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული, ქეთევან დედოფლის ხატი და ნეშტის ნაწილები ჩამოაბრძანეს.სიწმინდეები საკათედრო ტაძარში 12 ნოემბრამდე იქნება დაბრძანებული და მასთან მიახლოება მრევლსაც შეეძლება.ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა პარაკლისი გადაიხადა, დედოფლის წმინდა ნაწილები მოილოცა და ტაძარში შეკრებილები დალოცა.

მსგავსი სტატიები