სიახლე 

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ფოთიდან გადაბრძანება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები და ხატი, კვირას წირვის დასრულების შემდეგ , ფოთისა და ხობის ეპარქიიდან, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში გადააბრძანეს. ფოთის საკატედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 8 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან ჩამოაბრძანეს. ამ ხნის მანძილზე ტაძარში ყოველდღიურად საღვთო მსახურება მიმდინარეობდა და მრევლს საშუალება ქონდა წმინდა ნაწილები მოელოცა.

მსგავსი სტატიები