ფოთში 80 წლის მარტოხელა ქალი დხმარებას ითხოვს
80 წლის სოციალურად დაუცველი ლიანა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ის ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს,რომელშიც მარტოხელა მოხუცის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ ორი ოთახი დაუთმო. საცხოვრებელ ფართში იატაკი დაზიანებულია, წვიმიან ამინდში შიგნით აწვიმს, როგორც ის ამბობს, ღამით საწოლში ქოლგის ქვეშ ძინავს.მისივე თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას წინასაარჩევნოდ დახმარებას დაჰპირდნენ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ გამოჩენილა.

