საკვალიფიკაციო ტურნირები ფოთის საჭადრაკო კლუბში
ფოთის საჭადრაკო კლუბში საკვალიფიკაციო ტურნირები მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მარტვილის და ჩხოროწყუს 60 მოჭადრაკე. ტურნირები გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით თასები გადაეცათ.

