ფოთის “ჭაბონამა“ საქართველოს მოყვარულთა თასის მფლობელია
ფოთის „ჭაბონამა“ „მოყვარულთა თასი 2017“-ს მფლობელი გახდა.საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ფინალური შეხვედრა, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.ფოთელები ჩემპიონატის შარშანდელ ფინალისტს – თბილისის „ნახალოვკას“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სიმბოლური და ფულადი პრიზები გადაეცათ

