საახალწლო ფესტივალი ფოთის საჭადრაკო კლუბში
ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ფესტივალის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიდერები გამოიკვეთნენ. ღია ტურნირში აკაკი ყალიჩავა ლიდერობს, 9 წლამდე მოჭადრაკეთა შორის დავით ხარშილაძეა საუკეთესო , 7 წლამდე მოჭადრაკეებში ბარბარე კულია, დამწყებ მოჭადრაკეთა სხვადასხვა ტურნირში კი ნიკოლოზ ღვინჯილია, ალექსანდრე შაპოვალოვი,ნია გუჯაბიძე და ვახტანგ მიქიაშვილი.

