დასკვნითი კონცერტი ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში
არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში პირველი სემესტრის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.მაყურებლის წინაშე სასწავლებლის საფორტეპიანო,საგუნდო, ვოკალური განყოფილებების მოსწავლეები და ხალხურ საკრავთა ორკესტრი გამოვიდა.ბავშვებმა კლასიკური და ხალხური ნაწარმოებები შეასრულეს.

