ფოთში რეგიონალური საჭადრაკო ტურნირი დაიწყო
4 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბ “ნანა“-ს სატურნირო დარბაზში 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, საქართველოს ჩემპიონატი დასავლეთის ზონის 1-ლი ლიგა დაიწყო. ჩემპიონატში ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, ხობის, ხონის და ლანჩხუთის 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს და ის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ჩემპიონებს კი დამატებით გადაეცემათ თასები. ყველა ასაკში 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

