მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის პრეზენტაცია
27 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფიის – „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ – პრეზენტაცია. მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფია გამოსცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა და ის მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მასში საგანგებოდ არის განხილული და გააანალიზებული ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის იონა ხელაშვილის ცხოვრება და შემოქმედება.

