ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 8 შემთხვევა დაფიქსირდა 03 06 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 833 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 205 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 346 983 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 330 721, გარდაიცვალა 4 853 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVAX-ის მექანიზმში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისთვის.
„ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში ახლა შემთხვევები და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად მცირდება. COVAX-ის მექანიზმში ინვესტიცია არ არის ქველმოქმედება. ეს საუკეთესო ინვესტიციაა პანდემიის დასრულებისა და გლობალური აღდგენისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
COVAX-ის პროგრამა მიზნად დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის ხელშეწყობას ისახავს. პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.
ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები – პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება – კერძოდ ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქპოსტში.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად
რუხის კლინიკაში იმყოფება – 135 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 38 კოვიდ სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 56 პაციენტია, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა – 111.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.