ფოთის თეატრმა სპექტაკლები განაახლა 03 06 21
თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, „ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ აგრძელებს სპექტკალებს, რომელიც 4 ივნისიდან 27 ივნისამდე გაგრძელდება.
„ჩვენ ხვალიდან ფაქტობრივად ვხსნით სეზონს, მოგეხსენებათ პანდემიის გამო გაჩერებული იყო თეატრი და მინდა მოგილოცოთ ყველას ფოთის თეატრის „ხელმეორედ“ გახსნა-განცხადა ჩვენთან ინტერვიუში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა.
ცნობისთვის, სპექტაკლების, ივნისის თვის სრული განრიგი ,ფოთის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული. ფოთელ მაყურებლებს წინ ძალიან საინტერესო და სახალისო ცხელი ზაფხული ელოდება .