სიახლე 

ფოთელი სამბისტი ჯაბა თურქია ევროპის ჩემპიონია 03 06 21

27-28 მაისს კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჭიდაობა სამბოში, ფოთელმა ჯაბა (ელიზბარ) თურქიამ პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა, მან 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 3 შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო, რამაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

 „ჯაბამ მომზადება ფოთში გაიარა, ფაქტობრივად მოგვიწია წონის დაკლებაზე ვარჯიში, რადგან უკვე ბოლო ეტაპი იყო ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი და ჩვენ ეს ყოველივე წარმატებით შევძელით და ჯაბამ მოიპოვა ოქროს მედალი“-განაცხადა ჯაბას მწვრთნელმა კონსტანტინე ხუბუტიამ ჩვენთან ინტერვიუში.

აღნიშნული წარმატება ჯაბა თურქიას, ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ პირადად მიულოცა და  წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჯაბა თურქია მსოფლიო ჩემპოინატის მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს, რომლის ლიცენზიაც მას უკვე მოპოვებული აქვს.

მსგავსი სტატიები