ფოთის ცენტრალური პარკი უახლოეს მომავალში გაიხსნება 04 06 21
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული პარკი გავრცელებული ინფორმაციით 1ივნისს უნდა გახსნილიყო თუმცა გადაიდო. ჩვენი ჯგუფი შეეცადა გაერკვია რა გახდა აღნიშნულის გადადების მიზეზი. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს იაგო რომანაშვილს ვესაუბრეთ.რომანაშვილის განცხადებით პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულდების ეტაპზეა, მიმდინარეობს პარკის კომპლექსური შესწავლა რის შემდეგაც მოხდება დასკვნის მომზადება. მისი გახსნა ივნისის ბოლოს იგეგმება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ავტოდრომის აღდგენის საკითხზე და შადრევნის რეკონსტრუქციაზე. აღსანიშნავია რომ ფოთის ცენტრალური პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაობს ჯორჯიან სტოუნი ახორციელებს.