სიახლე 

ფოთში ,,ბაგირის გადაძალვაში” ჩემპიონატი ჩატარდა 07 06 21

6 ივნისს, ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის, მე-2-ე  საჯარო სკოლის დარბაზში , საქალაქო პირველობა „ბაგირის გადაძალვაში“ გაიმართა, რომელშიც  ფოთის 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ტურნირის  წესებიდან გამომდინარე , ჭარბი წონის გამო, ერთი გუნდი  თამაშს გამოეთიშა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს  ხელბურთელების  გუნდი „ოქროს ვერძი“ და კრივის სასპორტო სკოლის მოკრივეები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა, ხელბურთელთა გუნდის ,, ოქროს ვერძის’’ გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ა(ა)იპ სასპორტო სკოლებსა და სასპორტო კლუბებს შორის გაიმართა.

მსგავსი სტატიები