1 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება 07 06 21
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის, განცხადებით, ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსები ჩატარდება, საერთო სამაგისტრო გამოცდა კი 27-30 ივლისს ჩატარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ, გამოცდები 2021 წელსაც, გასული წლის მსგავსად კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება“-აღნიშნა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ ჩვენთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-მა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობას 3700 სტუდენტი მიიღებს, სამაგისტრო გამოცდებისთვის კი 12 800 პირი დარეგისტრირდა.