სიახლე 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 3 შემთხვევა დაფიქსირდა 07 06 21

 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 307 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 014 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 386 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევებმა  173 მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანა ივლისიდან უნდა გადავიდეს მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ დღეს ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ 5-6 ათას აცრას, ივლისიდან ეს უნდა ავიდეს 20-25 ათასამდე. მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა ვაკეთოთ 20-25 ათასი აცრა, რათა მივაღწიოთ ჩვენს სამიზნეს, აიცრას მილიონ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი.ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ ახალ პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეგიონებს შორის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქ ვირუსი 44 937 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო  სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26 373 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში,48 შემთვევა გამოვლინდა. რუხის კლინიკაში იმყოფება – 135 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 35 სენაკის კლინიკა სენამედში  12 კოვიდ პაციენტი ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 22 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 57 .დღის განმავლობაში  45 პირი გამოჯანმრთელდა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კოვიდ-19-ის  3  ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სტატიები