სიახლე 

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება 09 06 21

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა,  ეზოც შესაბამისად მოეწყობა,

შენობა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც ადაპტირებული იქნება.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორს მაკა ზარანდიას და ფოთის მერის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ტყებუჩავას ვესაუბრეთ.

პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები