ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 06 21
საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთმა Sinovac-ის ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Sinovac-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„Sinovac-ის ვაქცინა 3-17 წლის ასაკის ბავშვებში საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცდა“, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
კომპანიაში არ აზუსტებენ, როდის შეეძლებათ მცირეწლოვან ბავშვებს ვაქცინის მიღება. ვაქცინაციის გრაფიკს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია განსაზღვრავს.
Sinovac-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიამ დაასრულა ვაქცინის ადრეული გამოცდის ეტაპი ბავშვებსა და მოზარდებში, ხოლო შედეგები სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში მალე გამოქვეყნდება.
1-ელ ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს.
აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით, 34.5 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი დაფინანსება გამოუყო. დაფინანსება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა.
ბანკის ცნობით, ეს თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60 შემთხვევა დაფიქსირდა.~
რუხის კლინიკაში იმყოფება – 120 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 35 კოვიდ პაციენტი ,სენაკის კლინიკა სენამედში 12 ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 24 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 48დღის განმავლობაში – 59 პირი გამოჯანმრთელდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით
გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 9 ახალი შემთxვევა დაფიქსირდა.