დღეს, პარლამენტში ამნისტიის კანონის განხილვა მიმდინარეობდა 09 06 21
პარლამენტის სხდომაზე დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ, ოპოზიციაში პროექტთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებია. დღეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვას „ნაციონალური მოძრაობაც“ დაესწრება, თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ პროექტს ისინი მხარს არ დაუჭერენ.
„ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა პროცესში, მათ შორის ამნისტიის კანონის განხილვაში, თუმცა ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირად ვერ დავუჭერთ მხარს იმ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯალათების სისხლის სამართლის პასუხისმგებნლობისგან განთავისუფლებას„-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით, როგორც ის აცხადებს ნაციონალური მოძრაობა არასდროს დაუჭერს მხარს ამნისტიის კანონს.
ინტერვიუ შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონი, 20 ივნისის ღამეს დაკავებული სპეცრაზმელების გათავისუფლებას ითვცალისწინებს.