სიახლე 

დაიკავებს თუ არა თანამდებობას ფოთის მერიაში ოთარ ხარჩილავა 09 06 21

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ოთარ ხარჩილავას, ფოთის მუნიციპალიტეტის  ყოფილ საკრებულოს თავმჯდომარეს, მერიაში სამსახურს სთავაზობენ.

კერძოდ საუბარია ინფრასტრუქტურის უფროსის თანამდებობაზე.

აღნიშნული საკითხის დაზუსტების მიზნით, ჩვენ  ოთარ ხარჩილავას დავუკავშირდით, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის ფოთის მერს პირად საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა და  დეტალებზე საუბარს არ აპირებს, ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როცა ჩვენ ვკითხეთ,რამდენად მისაღები იქნებოდა მისთვის  ინფრასტრუქტურის კუთხით მუშაობა,მან ქალაქში ამ  მიმართულებით რთულ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება, და აღნიშნა,რომ ინფრასტრუქტურის საკითხების  მართვა მისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა.

შეგახსენებთ,გავრცელდა ინფორმაცია,იმის შესახებ,რომ ფოთის საკრებულოს ყოფილმა  თავჯდომარემ ოთარ ხარჩილავამ  შესაძლოა მერიაში ერთ-ერთი  წამყვანი თანამდებობა დაიკავოს,თუმცა ის  გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

მსგავსი სტატიები