სიახლე 

ლიბერთი ბანკი 60 + კლუბების აქტიური მხარდამჭერია

ქუთაისის 60+ კლუბმა შეხვედრას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებე ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. „60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის 60+ კლუბების აქტიური მხარდამჭერია

მსგავსი სტატიები