სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 705 ადამიანს დაუდასტურდა, „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება. უწყების ცნობითვე, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 411 ფაქტი გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 124 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 35 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 53 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 7ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები