სიახლე 

ფოთის ზღვის წყალი საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს 10 06 21

ზღვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო და წყლის ნიმუშები აიღო, ცენტრის დირექტორის გია რუხაძის ინფორმაციით, სანაპიროზე ზღვის წყლის სინჯი 4 სხვადასხვა ადგილიდან მალთაყვის ძველი და ახალი პლიაჟიდან, გრეიფუტის და კუნძულის უბნის პლიაჟებიდან აიღეს. წყალს ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა და შედეგები დღეისთვის ცნობილი გახდა.აღსანიშნავია,რომ ფოთის ზღვის წყალი საერთაშორისი ნორმების მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს. კვლევები მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები