სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 06 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 – 14 ივნისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. შავი ზღვის კურორტებზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 12 ივნისს, შაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი, ხოლო ღამით +16, +18 გრადუსი იქნება. დღე ცვალებადი ღრუბლიანობით და უნალექოდ ჩაივლის. 13 ივნისს, კვირას ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი, ღამით +16, +18 გრადუსი იქნება. დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმას, ღამით კი ბურუსს უნდა ველოდოთ. 14 ივნისს, ორშაბათს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი, ღამით კი +18, +20 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მსგავსი სტატიები