სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 695ადამიანს დაუდასტურდა, მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 2.67%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.44%. გერმანიაში კოვიდსიტუაციის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება სასიამოვნო ფაქტია, თუმცა პანდემია არ დასრულებულა და ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას იწვევს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. „ბოლო თვეების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ვირუსი არ გამქრალა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელის თქმით, ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელების გამო, რისკები კვლავ არსებობს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 125 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 34 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 56 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 5ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები