სიახლე 

შპს „ტაჰალგრუპი“განცხადებას ატარებს 11 06 21

ფოთში შ.პ.ს ,,ტაჰალ გრუპი’-ს’, რომელიც გამანაწილებელი საინჟნრო ობიექტების მშენებლობას აწარმოებს დროებით მუშაობა შეჩერებული აქვს. დღეს შ.პ.ს. ,,ტაჰალ გრუპი ‘’-მა ბ.ვ. საქართველოს ფილიალმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ,,ვინაიდან და რადგანაც უამრავი კითხვა არსებობს ტაჰალ გრუპის, ბ.ვ საქართველოს ფილიალის მუშაობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით,გვინდა განვმარტოთ ის მიზეზები,რამაც გამოიწვია დროებით მუშაობის შეჩერება. პირველ რიგში პროექტის ტექნიკური საკითხების, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან არსებულ პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, მოხდა ტაჰალ გრუპის მუშაობის დროებით შეჩერება. დამატებით გაცნობებთ,რომ ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმებულია და შემდეგი კვირიდან სამუშაოები განახლდება’’ტაჰალ გრუპი , ბ.ვ საქართველოს ფილიალი ქალაქ ფოთის მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი ვითარების გამო და ასევე ადასტურებს,რომ მაქსიმალურად შეეცდება დაიცვას ქალაქში სავალდებულო უსაფრთხოების ნორმები

მსგავსი სტატიები