სიახლე 

ფოთის კოლხეთმა თბილისის მერანი 2-ს უმასპინძლა 11 06 21

დღეს ფოთის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, ეროვნული საფეხბურთო ლიგა 3-ის მე-10-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც „ფოთის კოლხეთი 1913“-მა „თბილისის მერანი 2“-ს უმასპინძლა. თამაში პირველივე წუთიდან ფოთელებმა აქტიურად დაიწყეს, რასაც მე-11-ე და 31-ე წუთებზე სტუმრების კარში გოლების გატანა მოჰყვა. თამაშის პირველი ნახევარი ფოთელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა,ხოლომეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრდა და საბოლოოდ დღევანდელ თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“ შემდეგ თამაშს სტუმრდ ჩოხატაურში „ჩოხატაურის ბახმაროსთან ‘’გამართავს, თამაში 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სტატიები