სიახლე 

ფოთში დასუფთავების აქცია გაიმართა 14 06 21

ფოთში ,,შავი ზღვის ეკო აკადემია საქართველოში ‘’-ს ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა,რომელშიც ურეკის, ქობულეთის, ბათუმის და ფოთის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს 2დღის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ფოთის პორტის ზღვის სანაპირო და მალთაყვის ზოლი დაასუფთავეს. ღონისძიებაში კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ,,შავი ზღვის ეკო-აკადემია“ შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში: აჭარის , გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, საზღვაო ნარჩენების მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის მონაცემები ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს პორტალზე აიტვირთება. ასევე დაგეგმილია საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით ონლაინ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზების შექმნა ყველა ქვეყანაში. მონიტორინგში ჩართულია საჯარო სკოლების 200 მოსწავლე და 20 მასწავლებელი.

მსგავსი სტატიები