სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 14 06 21

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდადღეიდან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი კვლავ განახლდა. მოქალაქეებს შეეძლებათ პირველ და მეორე დოზაზე დარეგისტრირება.ივანე ჩხაიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რეგიონების მცხოვრებლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, სანამ ივლისიდან აცრის ინტენსიური პროცესი დაიწყება.აღსანიშნავია, რომ „სინოვაკის“ მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. პირველ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ. ამის შესახებ სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.ჯონსონის თქმით, ვაქცინების ნაწილს სახელმწიფოები COVAX-პლატფორმით, ნაწილს კი პირდაპირი წესით მიიღებენ. ბრიტანეთი ამ ინიციატივას 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, ეს „კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიოს ვაქცინაციისკენ“.საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მედიკოსები ამბობენ, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით, იმ დროს, როდესაც ზღვის სეზონი ახლოვდება, ხალხმრავალი ადგილების რაოდენობაც იზრდება და შესაბამისად, ინფიცირების რისკიც მაღალია.„თუ ბოლო რამდენიმე კვირის დინამიკას გადავხედავთ, სტაბილური ეპიდსიტუაცია გვაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ახალი შემთხვევების მატება არ აღინიშნება, არის კლება, თუმცა, მაინც, დღის განმავლობაში, რამდენიმე ასეული შემთხვევა ვლინდება, რაც საყურადღებოა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. ამ რეკომენდაციების შესახებ ყველამ კარგად ვიცით“, – აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.კორონავირუსის ახალი, 522 შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36 შემთხვევა გამოვლინდა.რუხის კლინიკაში იმყოფება – 109 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში 28 კოვიდ პ სენაკის კლინიკა სენამედში 12 აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 სენაკის ლაზიკა მედში – 48 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა- 80 პირი.ფოთის საზოგადოებრიცი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები