სიახლე 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, ღია კარის დღეები მიმდინარეობს 14 06 21

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, ერთი თვის განმავლობაში, ფოთის სკოლის მოასწავლეებისთვის ღია კარის დღეები მოეწყო. მოსწავლეები პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და დაათვალიერეს სასწავლებლის ის სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სიმულატორებითა და ინვენტარით. ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ახალი სასწავლო წლიდან უკვე შეძლებს იმ სტუდენტების მიღებას, რომლებსაც პროფესიული განათლების მიიღება სურთ. ამ დროისთვის ცენტრს 10 პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. აღნიშნული ღონისძიებები პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რაც ფოთის და შემდგომ უკვე სხვა რეგიონების მოსწავლეთა სასწავლებელში ვიზიტებს გულისხმობს,აღნიშნული ქვეყანაში პროფესიული საზღვაო განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები