„არტ-გალერეა 34“-ში გიორგი ფარეშიშვილს მხარდასაჭერად გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს 14 06 21
გიორგი ფარეშიშვილის მხარდასაჭერად ფონდი “ქველმოქმედი 2015”-მა არტ-გალერეა 34-ში 20-მდე ტილო, გრაფიკული და ფერწერული რეპროდუქციები გამოფინა, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე ფონდს პროფესიონალი და თვითნასწავლი მხატვრებისგან საჩუქრად გადმოეცა. რიგით მეორე, საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა არტ გალერეაში ორი კვირის მანძილზე 13:00- დან 17:00 საათამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ გიორგი ფარეშიშვილს 6 მაისს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. გიორგის მეგობრებმა მის დასახმარებლად თანადგომის კამპანია – “ერთად დავამარცხოთ ლეიკემია #ფარეშასთვის” დაიწყეს.