სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 06 21

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი განიხილება რომელსაც სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შესთავაზებენ. „განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი. მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გაბუნიას თქმით მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში დაიწყება. ივლისი იქნება პირველი თვე, რომელიც აქტიურად იქნება დატვირთული ვაქცინაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 105 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 28 კოვიდ პაციენტი სენაკის კლინიკა სენამედში 12 კოვიდ პაციენტია ,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 20 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 45 პაციენტია, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის 1ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები